სტანდარტული

მძღოლ-დისტრიბუტორი

11 ივლისი - 10 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
11:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. 
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“  წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.  დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს ვაკანსიას  მძღოლ-დისტრიბუტორის  პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი:  სრული (10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

  • ონლაინ მაღაზიის გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერა; 
  • კომპანიის სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის (ფეხსაცმელის) მთავარ გაცემის პუნქტში გადატანის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის მომხმარებლისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • გამზადებული შეკვეთებით ავტომობილის დატვირთვა; 
  • ავტომობილის მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით;
  • სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად აქტიური და ოპერატიული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან.
  • მჭიდრო თანამშრომლობა მაღაზიის მენეჯერებთან და გუნდის სხვა წევრებთან შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • სასურველია ფურგონის ტიპის საკუთარი ავტომობილი(კომპანია გასცემს იჯარის თანხას);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები და პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 10 აგვისტოსა გამოაგზავნოთ რეზიუმე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.


11 ივლისი - 10 აგვისტო