კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ორბელიანის ქ., 21
სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00 ს.; შაბათს - 10:00-15:00 ს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღება, დახარისხება და განთავსება შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
- მიღებული და გაცემული ნაწილების, ზეთებისა და მასალების მუდმივი მონიტორინგი;
- სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/მონიტორინგი;
- სასაწყობე მარაგების მართვა და მასთან დაკავშირებული რეგულარული ანალიზის ჩატარება/რეპორტინგი;
- სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენება შესაბამისი ნორმების დაცვით;
- საწყობში არსებული პროდუქციის მართვა/ჩამოწერა/რეალიზაცია/გასხვისების პროცესის ინიცირება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
- საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Exсel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პუქტუალურობა;
- გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი მოტორს"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!