ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS- ი აცხადებს ვაკანსიას ჯგუფური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ინტერესების გათვალისწინებით შექმნას და მართოს საქმიანი ურთიერთობები არსებულ და ახალ ბიზნეს პარტნიორებთან;
- შეძლოს ბიზნეს პარტნიორებთან წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა და დალაგება;
- მოიძიოს ახალი ბიზნეს პარტნიორები;
- იყოს პოზიტიური და სხარტი. განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით შეძლოს მჭიდრო გრაფიკში მოქნილად მუშაობა;
- იყოს ჩართული გაყიდვების ახალი გეგმებისა და სტრატეგიების დანერგვაში;
- კორპორატიული კლიენტებისა და ტურისტული სააგენტოებისათვის გააკეთოს ჯგუფური შეთავაზებები, რეზერვაციების სისტემებში შეიყვანოს ჯგუფური ჯავშნები და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებების.
- დეტალურად იცოდეს და შეისწავლოს კონკურენტთა პროდუქტი;
- შეძლოს განსაზღვრული ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შესრულება (KPI);
- გაითვალისწინოს სტუმრის მოთხოვნები და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენელს, რათა უზრუნველყოს მოთხოვნების სწრაფად და ეფექტურად შესრულება;
- მიაწოდოს სტუმარს სასტუმროს შესახებ არსებული ამომწურავი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს გაყიდვების ზრდას;
- ფლობდეს ინფორმაციას კულტურულ ღონისძიებებსა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე;
- იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;
საჭირო უნარები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.