სტანდარტული

სერვისის მიმღები

02 ოქტომბერი - 01 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.

სერვისის მიმღების პოზიციის მიზანს და საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მომხმარებლის დროული და ეფექტური მომსახურება, ავტომობილის პრობლემის სწრაფი და ზუსტი იდენტიფიცირება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა/მართვა.


ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
  • მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა);
  • მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
  • სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
  • სერვისის მიერ გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდის კონტროლი;
  • კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
  • გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LNxqfxMc


გისურვებთ წარმატებას!


მისამართი
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
02 ოქტომბერი - 01 ნოემბერი