სტანდარტული

სერვისის კონსულტანტი/მოლარე

03 ოქტომბერი - 01 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
English

ვაკანსიის აღწერა

კაფე “ბოტანიკა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის/მოლარის პოზიციაზე.

კაფე "ბოტანიკა" მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში "შენი სახლი ჯიქიაზე". 2017 წლიდან წარმატებით ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს და მათ ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო ყავას, გემრიელ და მარტივ კერძებს და დესერტებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მყუდრო და მეგობრულ გარემოს;
  • სხვადასხვა საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება).

ძირითადი მოვალეობები:

  • კაფეში შემოსული სტუმრების დახვედრა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
  • ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
  • სენდვიჩების, ომლეტების, ვრაპების და სხვა მსგავსი კერძების მომზადება;
  • საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

საჭირო ცოდნა და უნარები:

  • მომხმარებლის სწრაფად, თავაზიანად და ეფექტურად მომსახურების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • სეზონურად და პიკის საათებში დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი, საქართველო
03 ოქტომბერი - 01 ნოემბერი