პრემიუმი

აჭარის რეგიონის ბიზნეს განვითარების წარმომადგენელი

10 თებერვალი - 14 თებერვალი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
განათლება
ბაკალავრი
უნარები
მართვის მოწმობა: B კატეგორია

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B -ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB ,VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და  რეალიზაციას  საქართველოში  აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში  აჭარის რეგიონის ბიზნეს განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე:

KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებსითვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის)  

ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში , როგორიცაა ( რესტორნები , წარმოებები, სასტუმროები და სხადასხვა ).

UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუელბებს . კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით    „ DOVE“  რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში , სასტუმროებში, ორგანიზაციებში,  რესტორნებში და სხვა

**კომპანია“ სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

  • ფიქსირებულ ხელფას
  • გამომუშავებას პროდუქციის რეალიზაციიდან
  • სამოტივაციო ბონუს
  • საწვავით უზრუნველყოფა
მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  • გამოცდილება B2B ბიზნესში  ჩაითვლება როგორც უპირატესობა
  • ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მართვის მოწმობა B კატეგორია
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • კომუნიკაბელურობა
  • წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • მიზანდასხულობა
  • ურთიერთობის დამყარების უნარი
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი 
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
  • დოკუმენტებთან მუშაობის  უნარი
ძირითადი მოვალეობები:

  • ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.) 
  • კომპანიის  მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
  • მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე  საწყისი პროექტის მომზადება  პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის.
  • მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი 
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან. 
  • ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი 
  • დროულად, ვადებში დაფარვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV).

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „ჯისი“.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „ჯისი“ს  კომერციული სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
  • შპს „ჯისი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."






მისამართი
113 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
10 თებერვალი - 14 თებერვალი