standart

აუზის მიმღები

16 იანვარი - 15 თებერვალი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS KAZBEGI აცხადებს ვაკანსიას აუზის მიმღების პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ღიმილითა და თავაზიანი საუბრის მანერით მიესალომოს და მოემსახუროს გამაჯანსაღებელი ცენტრის ყველა სტუმარს, უპასუხოს სატელეფონო ზარებს და დაიცვას სისუფთავე როგორც საცურაო აუზის გარშემო, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • შეიყვანოს პროგრამაში ყველა საჭირო მონაცემი;
  • იქონიოს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე და საჭიროებისამებრ გაუწიოს კონსულტაცია ცენტრის სტუმრებს გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
  • კეთილსინდისიერად და დაკვირვებულად აწარმოოს ნაღდი ფულის მიღება-გაცემა და ასევე გადაამოწმოს საკრედიტო ბარათების ტრანზაქციები. (ნაღდი ფულის მიღება უნდა მოხდეს საკასო აპარატის ჩეკის საფუძველზე. დაუშვებელია თანხის მიღება ჩეკის გარეშე);
  • შეეცადოს გადაწყვიტოს და აღმოფხვრას გამაჯანსაღებელი ცენტრის სტუმართა ნებისმიერი პრობლემა მშვიდი გაწონასწორებული მანერით;
  • არ დატოვოს უყურადღებოდ სტუმრის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილება და მიაწოდოს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეპარტამენტის ზედამხედველს, რათა მოხდეს დროული რეაგირება;
  • უნდა იყოს მომთმენი, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
  • უნდა გაუფრთხილდეს გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ინვეტარს და ტექნიკას;
  • მიმღებში მუშაობისას მუდამ ხელთ იქონიოს მუშაობისათვის საჭირო ყველა ინვეტარი და დოკუმენტაცია;
  • აკონტროლოს ტრენაჟორების დარბაზისა და გამოსაცვლელი ოთახის გასაღებების გაცემა-დაბრუნება და ყოველი დღის ბოლოს გასაღებების აღწერა;
  • იყოს პასუხისმგებელი გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ყველა კარის გასაღების შენახვა-გაცემაზე;
  • მუდმივად იქონიოს კომუნიკაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის სხვა თანამშრომლებთან და მოახდინოს ყველა სიახლის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტანა სამუშაო წიგნში;
  • იყოს მოქნილი რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მიმართ;
  • საჭიროებისამებრ შეასრულოს ამ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები.
  • აწარმოოს მასაჟის დაჯავშნის პროცედურა სტანდარტების შესაბამისად.

საჭირო უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • საცხოვრებელს;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე: https://wrk.ge/egYXdHvbIB
კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 იანვარი - 15 თებერვალი