პრემიუმი

ქომიუნითი მენეჯერი | Community manager

19 თებერვალი - 21 თებერვალი
დეტალები
მისამართი
116 წერეთლის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
მენეჯმენტი
უნარები
კომუნიკაცია, კომუნიკაბელური

ვაკანსიის აღწერა

სრული განაკვეთი | საქართველო, თბილისი

სამუშაო საათები: 10:00-19:00

მისამართი: აკაკი წერეთლის 116

ანაზღაურება: 1,500 ლარი ხელზე + ბონუსები


ჩვენ შესახებ:

Radiusi არის ახალი ქოვორქინგ სივრცე, რომელიც მოიცავს 1,500 კვ.მ+ ფართობს ორ სართულზე, 20 პრივატულ ოფისს, შეხვედრების ოთახებს და მრავალფუნქციურ საერთო სივრცეს. რადიუსის მიზანია დავეხმაროთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელმისაწვდომი, კოლაბორაციული სამუშაო სივრცის უზრუნველყოფით.

პოზიციის მიმოხილვა:

ვეძებთ დინამიურ ქომიუნითი მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება რომ გარდავქმანთ ჩვენი სივრცე სამუშაო ადგილიდან აქტიურ ქომიუნითად. როგორც ჩვენი პირველი სრულ განაკვეთიანი თანამშრომელი, თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ ჩვენი კულტურა და წვლილი შეიტანოთ ჩვენი მზარდი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტში.


ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • იყოთ Radiusi-ს მეგობრული სახე, დახვდეთ წევრებს და სტუმრებს რეცეფციაზე
  • დაგეგმოთ და განახორციელოთ საინტერესო ქომიუნითი ღონისძიებები (საუზმეები, სოციალური შეკრებები, კინოჩვენებები და ა.შ.)
  • ხელი შეუწყოთ წევრებს შორის კავშირების დამყარებას
  • მართოთ ქოვორკინგის ყოველდღიური ოპერაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს რომ ჩვენმა წევრება თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ
  • შექმნათ და შეინარჩუნოთ საკომუნიკაციო არხები წევრებთან (შიდა ვოცაფ ჩათი, იმეილი, თუ სხვა)
  • შეაგროვოთ უკუკავშირი და მასზე დაყრდნობით დაგეგმოთ წევრების გამოცდილების გაუმჯობესება
  • დაეხმაროთ ახალ წევრებს ადაპტაციაში
  • შეინარჩუნოთ პროფესიული და მეგობრული გარემო
იდეალური კანდიდატი:

  • 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის, ივენთების მენეჯმენტის ან ქომიუნითის შექმნის სფეროში
  • ბუნებრივი კომუნიკატორი გამორჩეული ინტერპერსონალური უნარებით
  • მაღალი ენერგიის და ექსტროვერტული პიროვნება
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები
  • ინიციატივიანი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე
  • კონტენტის შექმნის უნარები ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
  • თავისუფლებას განახორციელოთ კრეატიული იდეები და ინიციატივები
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
  • მოქნილობა გაიზარდოთ დამატებით როლებში თქვენი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით
  • გახდეთ გუნდის წევრი ადრეულ ეტაპზე სადაც შესაძლებლობა გექნებათ რომ ბიზნესის მართვის და ზრდის ყველა ასპექტში ჩაერთოთ, სურვილისამებრ
ზრდის შესაძლებლობები:

როგორც ჩვენი პირველი სრულ განაკვეთიანი თანამშრომელი საოპერაციო გუნდში, თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გააფართოვოთ თქვენი როლი თქვენი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. იქნება ეს მარკეტინგი, ოპერაციები თუ ბიზნესის განვითარება.


განაცხადის გასაკეთებლად:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არასავალდებულო), სადაც აგვიხსნით რატომ იქნებით იდეალური ქომიუნითი მენეჯერი Radiusi-სთვის.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 თებერვალი.

კატეგორია
სხვა
მისამართი
116 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 თებერვალი - 21 თებერვალი