უძრავი ქონების კომპანია "Flexi Rentals" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის პოზიციაზე.
მოკლედ კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების კომპანია " Flexi Rentals ორიენტირებულია განვითარებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ბინების, სახლების, კომერციულ ფართების და მიწის ნაკვეთების ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
11:00-დან 18:00-მდე - შაბათი -კვირა დასვენება.
ანაზღაურება: გამომუშავებით, 1500 ლარიდან ზევით
ადგილმდებარეობა: თბილისი, ზალდასტანიშვილების 17
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
** თვის წამახალისებელ ვაუჩერულ სისტემას ბონუსუს სახით;
** მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კონფლიქტების მოგვარება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: flexirentalsgeorgia@gmail.com წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "რეალტორის" პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 591908553
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.