პრემიუმი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

04 თებერვალი - 06 მარტი
დეტალები
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2500-5000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სტაჟირება
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
11:00 - 19:00
ენები
ქართული
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
გაყიდვები, კომუნიკაცია

ვაკანსიის აღწერა

კრეატიული სააგენტო OBG აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

2016 წლიდან OBG ქმნის ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს და უზრუნველყოფს საქართველოს წამყვანი კომპანიების მარკეტინგულ განვითარებას. 

სერვისები:

  • ვებ დეველოპმენტი
  • სოციალურ მედია მენეჯმენტი
  • ლოგო & ბრენდბუქი
  • ბრენდინგი & ციფრულ მარკეტინგი
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO). 
გარდა ამისა, ვართ ჰოლდინგური კომპანია, რომელსაც აქვს 5 წარმატებული სტარტაპი და ციფრული აკადემია obgacademy.geჩვენთან მუშაობა ნიშნავს შემოქმედებით გარემოში ყოფნას, სადაც ახალი იდეები და პროფესიული ზრდა ყოველდღიურობაა.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენ შესახებ: obg.ge


რატომ OBG? 

• რეალური სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ ჰოლდინგში; 

• პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების პერსპექტივა; 

• შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება, სადაც შენი შრომა ნამდვილად ფასდება; 

• მეგობრული და ინოვაციური გუნდი, სადაც შენი იდეები და ხედვები მნიშვნელოვანი იქნება.


შენს მოვალეობებში შევა:

• კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;

• პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა პირადად, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციით;

• მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი;

• გაყიდვებთან დაკავშირებულ ინიციატივებში მონაწილეობა და პროცესების გაუმჯობესება.


თუ შენ ხარ:

• გამოცდილი B2B გაყიდვებში (ჩაითვლება უპირატესობად);

• ფლობ უცხო ენებს (ინგლისური - პრიორიტეტია);

• საოფისე პროგრამების ცოდნის მქონე;


პიროვნული უნარები:

• გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;

• ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;

• ორგანიზებული, მოტივირებული და მიზანმიმართული;

• დროის ეფექტურად მართვის უნარი;

• გუნდურ და დამოუკიდებელ გარემოში მუშაობის უნარი.


ანაზღაურება და ბონუსები:

• 2000 ლარამდე გაყიდვების შემთხვევაში: საბაზისო ანაზღაურება 400 ლარი.

• 2000-5000 ლარის გაყიდვების შემთხვევაში: საბაზისო ანაზღაურება 800 ლარი + ბონუსი.

• 5000-10000 ლარის გაყიდვების შემთხვევაში: საბაზისო ანაზღაურება 1500 ლარი + ბონუსი.

• 10000 ლარზე მეტი გაყიდვების შემთხვევაში: საბაზისო ანაზღაურება 2000 ლარი + ბონუსი.


ბონუსების სისტემა:

• ბონუსი შეადგენს გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 10%-15%-ს, მომსახურების კატეგორიის მიხედვით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური მუშაობის შემთხვევაში პოტენციური შემოსავალი 2500-5000 ლარის ფარგლებშია და მეტიც - შენი მონდომება და შედეგები განსაზღვრავს შენს ფინანსურ წარმატებას.


სამუშაო პირობები: 

• სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება);

• ოფისის ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას 20, ბიოტა პარკის შენობა.


თუ შენ გრძნობ, რომ მზად ხარ გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის განვითარება სწრაფად მზარდ კრეატიულ კომპანიაში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ველით შენთან თანამშრომლობას OBG-ში!

კატეგორია
ციფრული მარკეტინგი
მარკეტინგი
ბიზნეს-კონსულტაცია
სლოგანი
#შეიგრძენი #აღიქვი #წარმოიდგინე
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 06 მარტი