შპს საერთაშორისო გადაზიდვის კომპანია არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო გადაზიდვებს სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებით.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ იმპორტიორებს ტვირთის უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილებაში, საბაჟო პროცედურების გამარტივებაში და დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებაში.
საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერის მთავარი ამოცანაა:
- გადაზიდვის სრული ციკლის დოკუმენტაციის მომზადება
- ტვირთმფლობელებისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება
- კომპანიის შიდა გადაზიდვების პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთმფლობელებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ტვირთის სტატუსის, განბაჟებისა და დოკუმენტაციის შესახებ
- გადაზიდვის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- ინვოისების შემოწმება, თარგმნა და სიზუსტის კონტროლი
- საერთაშორისო კომერციული ტერმინოლოგიის (Incoterms) გამოყენება
- ტვირთის მახასიათებლების განსაზღვრა
- სხვადასხვა სახის გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო) დოკუმენტაციის მოწესრიგება
- საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი დეკლარანტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება
- ტვირთის დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი საბაჟოსთან ურთიერთობის სფეროში (შეთანხმებით შესაძლებელია გამოცდილების გარეშე)
ენები:
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური/რუსული (კარგი დონე)
კომპიუტერული უნარები:
- MS Office (Excel, Word, Outlook)
- RS.GE პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- დროის მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- კომუნიკაბელურობა და ოპერატიულობა
მოსალოდნელი შედეგები:
- ტვირთმფლობელებთან ეფექტური კომუნიკაცია და მაღალი კმაყოფილების დონე
- საბაჟო პროცედურების სწრაფი და ზუსტი შესრულება
- დოკუმენტაციის სიზუსტე და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა
- გადაზიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესებ