სტანდარტული

ღონისძიებების უმცროსი კოორდინატორი

18 მარტი - 23 მარტი
დეტალები
მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია Biletebi.ge აცხადებს ვაკანსიას - ღონისძიებების უმცროსი კოორდინატორის პოზიციაზე.

Biletebi.ge - ეს არის ბილეთების გაყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც უკვე 15 წელია მომხმარებლებს საყვარელი ღონისძიებების ბილეთების შეძენაში ეხმარება.

Biletebi.ge-ში ღონისძიებების უმცროსი კოორდინატორის როლი მოიაზრებს:

  • პროგრამაში ღონისძიებების მართვასა და ატვირთვას;
  • მოსაწვევების გენერირებასა და კონტროლს;
  • საიტზე თეატრისა და სხვადასხვა ღონისძიებების დარბაზების გამზადებას;
  • დამკვეთებთან კომუნიკაციას
აღნიშნული პოზიციისთვის დაგჭირდება:

  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:

  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები: 

  • კვირაში 5 სამუშაო დღე შაბათ-კვირის ჩათვლით (შაბათ-კვირა დისტანციურად, ხოლო ორშ-პარასკევის განმავლობაში 2 დასვენების დღე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, შეავსო ინფორმაცია და გამოგვიგზავნო CV ლინკზე  https://bit.ly/3g2x0px

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
18 მარტი - 23 მარტი