კომპანია One Point აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე სამკაულების მაღაზიათა ქსელისთვის.
ფუნქცია-მოვალეობა:
- სავაჭრო ობიექტის საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
- გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
- გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია;
- გუნდის მართვა;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვა და კონტროლი;
- გრაფიკებისა და შვებულებების შედგენა;
- შეფასებისა და განვითარების პროცესების ინიცირება;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი;
- შოურუმში პროდუქციის განთავსებისა და მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
- სალარო ოპერაციების კონტროლი;
- პროდუქციის მარაგების მართვა და მიღების პროცესის მონიტორინგი;
- დაგეგმილი აქციების ორგანიზება და მართვა;
- პროდუქციის გეგმური აღწერის პროცესის მართვა;
- პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა, როგორც თანამშრომლებთან, ისე მომხმარებლებთან;
- სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სავაჭრო ობიექტში;
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე ბრენდული მაღაზიათა ქსელში, ან მაღალი სტანდარტების მქონე მომსახურების სფეროში.
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook)
- პროგრამა FINA-ს ცოდნა (სასურველია)
სამუშაო საათები : I ცვლა -10:00-დან 19:00-მდე II ცვლა 13:00-დან 21:00-მდე
სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი ვაკე, საბურთალო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე.