ბექ ოფისი და ადმინისტრაციული
მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი
გეპატიჟებით
ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ
დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge
პირობები
და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: კანდიდატის
მონაცემების მიხედვით ხელფასის გარდა თანამშრომელი
სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით.
გლობალურ
ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და
მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა
და პასუხისმგებლობები:
- სალარო და
ბიზნეს ბარათი (საბუთი, ჩეკი, ნაშთი, ჟურნალი, გასავლის/შემოსავლის ორდერების მომზადება).
ბუღალტერიისთვის
- თვეში ერთხელ დოკუმენტაციის მიწოდება;
- საწვავის შესყიდვა
საჭიროების მიხედვით,გახარჯვის აქტის შედგენა და შემდგომ ბუღალტერიისთვის მიწოდება
თვეში ერთხელ;
- ყოველკვირეული
და თვის გადარიცხვების ექსელის ფაილის მომზადება და ამაზე დაყრდნობით ბუღალტრისგან
მოწოდებული ინფორმაციის კონტროლი;
- პირველადი საბუთების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის საბუთების,
ასევე ბუღალტერთან მისაწოდებელი სხვა დოკუმენტაციის შეგროვება, კონტროლი და მიწოდება;
- პროდუქტის
გაყიდვისას RS ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის
გამოწერა,მიღება- ჩაბარების წარმოება და კონტროლი.
/ Rs.ge-ზე თანამშრომელთა რეესტრის წარმოება
- დებიტორებთან
ზარი, შეხსენება, კონტროლი (ე.წ. Collection of customer receivables ) (საჭიროების შემთხვევაში შედარების ბარათების გავლა,დავალიანებების
ანგარიშის წარმოება;)
- მარაგების
ბაზის კონტროლი;
- შვებულების,
ჯანმრთელობის გამოისობით გაცდენის და პირადი მიზეზით გაცდენის დღეების აღრიცხვა (ბრძანება,
ცნობა, სხვა);
- ავტომანქანაზე
ჯარიმის, პარკინგის და ტექ. დათვალიერების კონტროლი;
- საკანცელარიო შეკვეთების,ჰიგიენური საშუალებების + სამზარეულოსთვის საჭირო პროდუქტის მოთხოვნის მოგროვება,
შესყიდვა.(სამ თვეში ერთხელ)
- შრომითი ხელშეკრულებების
შედგენა , მოწესრიგება და ხელმოწერილის ადმინისტრირება/შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რელევანტური განათლება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის
კარგი უნარი
- MS Office-ის პროგრამების (Word,
Excel, სხვა) საბაზისო ცოდნა
- სასურველია მუშაობის გამოცდილება
დამწყებ დონეზე
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა
აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
- პედანტი უნდა იყოს,
ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან
კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის
და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს
საკუთარი დღის წესრიგი, დროის განრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს
სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი
სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- საჭიროა, რომ ახალ
დარგს და სპეციალობას აუღოს ალღო საჭიროების შემთხვევაში, უნდოდეს რომ მოისმინოს მეტი,
გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს
თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის
მოსმენა ბიზნესის საუკეთესო სტანდარტის და პრაქტიკის მიხედვით და შემდეგ ნამუშევრის
გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- მუდმივად ეცადოს
დეტალების მოკვლევა, მონაცემების შედარება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს გადამოწმება
და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების
შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე