გაყიდვებისა
და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
გეპატიჟებით
ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.
დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge
პირობები
და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: კანდიდატის
მონაცემების მიხედვითხელფასის გარდა თანამშრომელი
სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით.
გლობალურ
ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და
მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა
და პასუხისმგებლობები:
- პოტენციურ მყიდველებთან ზარები,შეთავაზების გაგზავნა
და შემდეგი მოკითხვა შეხსენება-იმეილით გაგზავნა;
- გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა;
- გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან
გადაგზავნა;
- პროსპექტინგი(პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
- გაყიდვების,შეთავაზებების ფაილის წარმოება.
- შემოსულ ზარებზე/რეფერალებზე რეგირება;
- დებიტორებთან ზარები საჭიროების შემთხვევაში;
- მარაგების ბაზის კონტროლი;
- გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
- წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ
მისი კონტროლი;
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:
- რელევანტური განათლება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის
კარგი უნარი
- MS Office-ის პროგრამების (Word,
Excel, სხვა) საბაზისო ცოდნა
- სასურველია მუშაობის გამოცდილება
დამწყებ დონეზე
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული
და
ხასიათობრივი
მახასიათებლები
უფრო
მნიშვნელოვანია
ვიდრე
კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა
აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
- პედანტი უნდა იყოს,
ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან
კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის
და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს
საკუთარი დღის წესრიგი, დროის განრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს
სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი
სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- საჭიროა, რომ ახალ
დარგს და სპეციალობას აუღოს ალღო საჭიროების შემთხვევაში, უნდოდეს რომ მოისმინოს მეტი,
გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს
თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის
მოსმენა ბიზნესის საუკეთესო სტანდარტის და პრაქტიკის მიხედვით და შემდეგ ნამუშევრის
გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- მუდმივად ეცადოს
დეტალების მოკვლევა, მონაცემების შედარება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს გადამოწმება
და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების
შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე