"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. "Citrus.ge"-ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში;
თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
ჯანმრთელობის დაზღვევა
რისი კეთება მოგიწევს:
მომხმარებელთა საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
შესყიდვის პროცესში მომხმარებელთა დახმარება და კონსულტაცია;
შეკვეთების გაფორმება, გაყიდული ნივთის შემოწმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
გადახდასთან დაკავშირებული ოპერაციების სრული ციკლის მართვა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება და ა.შ.);
პროდუქციის განთავსება შოურუმში, მის სისუფთავეზე ზრუნვა და ნაშთების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შევსების მოთხოვნა;
მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება.
რისი ცოდნა დაგჭირდება:
იყო სტუდენტის ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
გაყიდვების სფეროში/მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.