კომპანია Paragraph Resort and Spa Shekvetili (Autograph Collection) აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის სამრეცხაოს ზედამხედველის პოზიციაზე
დამსაქმებელი: სასტუმრო პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილი
ლოკაცია: შეკვეთილი, ოზურგეთი
განყოფილება: სამზარეულო/ ჭურჭლის სამრეცხაო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიცია: ჭურჭლის სამრეცხაოს ზედამხედველი
ვაკანსიის გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2025
პოზიციის ზოგადი მოთხოვნები:
- სამუშაო პროცესების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და აღსრულების მონიტორინგი
- ქიმიკატებისა და სხვა სახარჯი მასალების საჭირო მარაგების კონტროლი, საჭიროების მიხედვით პროგრამული გამოწერა და გადაცემა შესაბამის სამუშაო სივრცეებში
- სამუშაო ინვენტარის და დანადგარების სისტემური მონიტორინგი, აღრიცხვა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის გაზიარება ტექნიკურ ჯგუფთან
- ქიმიკატების დოზირების, გამოყენების წესების, შენახვის პირობების ცოდნა და თანამშრომელთა სწავლება
- თანამშრომლების მიერ ქიმიკატების გამოყენების პროცესის მეთვალყურეობა და პროცესში სწავლების უზრუნველყოფა
- სასტუმროს და ბრენდის სტანდარტის შესაბამისი 15 წუთიანი დილის შეხვედრების/ტრენინგების ჩატარება
- ჭურჭლის სამრეცხაოს ხელმძღვანელის და ასისტენტის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაოს კოორდინირება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგზავნოთ CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაზიარებული პირადი მონაცემები შესაძლოა შეინახოს და დამუშავდეს პარაგრაფ შეკვეთილის სამსახურის მაძიებლების საინფორმაციო ბაზაში 1 წლის ვადით.