Standard

მოლარე- კონსულტანტი

25 April - 25 May
Details
Address
Tbilisi
Salary
1100-1300 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე


ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში.

კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

„აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო

ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა

წარმოდგენილი.


,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და

ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი,

სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა,

რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია

როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.


ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ

სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.


მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:


ქ. თბილისი


 აღმაშენებლის გამზ. მაღაზია "კორსო იტალია"

 პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"

 ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა"

 ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"

 რუსთაველის გამზ. 18, მაღაზია "კორსო იტალია"

 სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“

 სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“

 სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“

 სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"

 სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“

 სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.

 მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)


ქ. ბათუმი


 გორგილაძის 88, მაღაზია "კორსო იტალია"

 გამსახურდია/მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "რიფლეი"

 სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი",მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი" და "ოკაიდი"

 გამსახურდიას 23, მაღაზია "ოკაიდი"

 სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", ლეხ და მარია კაჩენსკები 1, მაღაზია "ბატა", "ოკაიდი"


ქ. ზუგდიდი


  • ზუგდიდი მოლი კოსტავას 28., მაღაზია „კორსო იტალია“ 
ქ. რუსთავი

  • მშარტავა-ლომოურის კვეთა, მაღაზია „კორსო იტალია“


სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა

დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.

ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული
  • ინფორმაციის მიწოდება;
  • ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  •  სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform ?usp=pp_url ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@icr.ge არაუგვიანეს 2025 წლის 24 მაისი.


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი რეგიონი (მაგ. მოლარეკონსულტანტი- ქ. თბილისი, „ქარვასლა“)


გისურვებთ წარმატებას! 


კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge

25 April - 25 May