Premium

არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი

15 May - 14 June
Details
Address
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი პოზიციაზე.

 

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:


  • დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება;
  • ავტო დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება;
  • კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება;
  • დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
  • სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა;
  • დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
  • კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  •  სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:


  • უმაღლესი  განათლება;
  • საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

Category
Insurance
Slogan
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
Socials
15 May - 14 June