Standard

მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორი

21 May - 20 June
Details
Address
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
1000 ₾
Employment type
Shifts
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
English
Experience
Less than a year
Education
Bachelor
Department
Customer service

Vacancy description


Coinmania.ge წარმოადგენს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტო აქტივის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვის სერვისებს. პლატფორმა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ემსახურება ყოველდღე, 24/7 განმავლობაში.

 

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი - ცვლებში დღის და ღამის მონაცვლეობით, შრომის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად და წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

 

მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორის მოვალეობაა:


  • დაეხმაროს მომხმარებელს ელექტრონული საფულის ფუნქციონალურ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
  • აკონტროლოს მომხმარებლის მიერ მომსახურების სრულფასოვნად მიღებასთან დაკავშირებული, გარკვეული ტექნიკური და ფინანსური პარამეტრები. 

მომხმარებელთან კომუნიკაცია ხდება წერილობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

გამოგვიგზავნეთ  CV თუ:


  • მოგწონთ მომსახურების სფერო და სიამოვნებას განიჭებთ ადამიანების დახმარება
  • გაინტერესებთ ელექტრონული ფინანსური პროცესები და ახალი ტექნოლოგიები
  • გაქვთ უნარი, რომ ეფექტურად გამოიყენოთ კომპიუტერული რესურსები და ინტერნეტ ინსტრუმენტები
  • შეგიძლიათ ოფისიდან მუშაობა

ხელფასი: 1000 ლარი ხელზე ასაღები პირველი სამი თვის განმავლობაში, რაც არის გამოსაცდელი ვადა და მოიცავს საქმის შესწავლის პერიოდსაც.  სამი თვის შემდეგ - 1300 ლარი ხელზე ასაღები, რაც არის მზარდი.

 

ინტერვიუ შედგება ორი ეტაპისგან.

 

დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ფიტპასი, სასურველი მიმართულებით ტრენინგების დაფინანსება წელიწადში 1500 ლარის ფარგლებში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა.


თუ დაინტერესდებით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ივნისამდე.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Location
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
21 May - 20 June