Standard

სერვისის თანამშრომელი

07 July - 09 July
Details
Address
ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
Salary
800-1000 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

„აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ“ საერთაშორისო კომპანია „აი სი არ“-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი „ტაბლა“, იტალიური რესტორანი „პომოდორისიმო“  და მისი ქვე-ბრენდი „პანუოცო“,  ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია „ICR ქეითერინგი“  და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე „Food Lab“. კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.


თუ გსურს, იყო სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის ნაწილი, მაშინ დროა შემოგვიერთდე.


„აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ“-ის იტალიური სწრაფი კვების ბრენდი „პანუოცო“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

ჩვენ გთავაზობთ:


  • კონკურენტულ ანაზღაურებას - 800 - 1000 ლარი + ბონუსი;
  • ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის  შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
  • კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • Fitpass;
  • დაზღვევა;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • შეკვეთების მიღება / გაცემა და სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სენდვიჩების / ვრეპების / სალათების და ცივი/ ცხელი სასმელების მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.


მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

გისურვებთ წარმატებას!

Location
ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
07 July - 09 July