ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი „შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
- სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა აქტიური კონსულტაციის გაწევის გამოცდილება - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, პროდუქციის დეტალური პრეზენტაცია და გაყიდვის პროცესის წარმართვა;
- სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2-2 გრაფიკი)
- სამუშაო დღეები: 12 საათიანი ცვლები, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძველი თბილისი, სიონის 8 (შარდენის მიმდებარე ტერიტორია)
- დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო, პოზიტიური მომხმარებლები.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსები გაყიდული პროდუქციიდან
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე.