აიპლიუსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„აიპლიუსი“ არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და 2011 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტექნიკის ბაზარზე საქართველოში.
ქოლ ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ან საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან;
- ონლაინ გაყიდვებისა და განვადებების მონიტორინგი;
- ხარისხის მონიტორინგის მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება;
- მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შეფასება და რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ანაზღაურება:
დღეში ფიქსირებული ანაზღაურება - საშუალოდ 1500 ლარი თვეში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
CV-ს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „აიპლიუსმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის ვადით. დამსაქმებელს შესაძლებელია თქვენი მონაცემები გამოიყენოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!