სტანდარტული

სერვისის ადმინისტრატორი

16 ივნისი - 16 ივლისი
დეტალები
მისამართი
13 პეკინის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

  კომპანია  Apple-ის და Xiaomi-ის სერვის ცენტრიxService – xსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.


პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 10:00 – 19:00

  • შესვენება: 1 საათი.

  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

  • კორპორატიული დაზღვევა.

  • მეგობრული გუნდი, მხარდაჭერა და განვითარება.

  • ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი.

  • ლოკაცია: საბურთალო. პეკინის გამზირი.


მოვალეობები:


  • მომხმარებლების მიღება და შემდგომი კომუნიკაცია;
  • შესაკეთებელი, გასაცვლელი პროდუქციის მიღება, მომხარებლის მიერ მითითებული პრობლემის აღნიშვნა და ამისათვის საჭირო დოკუმენტაციის შევსება (ე.წ. Service Card);
  • მომხარებლისგან მიღებული ტექნიკის ტექნიკოსისათვის დროულად გადაცემა;
  • მიბარებული ტექნიკის კონტროლი და უსაფრთხოდ შენახვა; 
  • ტექნიკოსის მიერ მითითებული დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად აუცილებელი ნაწილების შეკვეთა.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება;

თვისებები:


  •  ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.  
  •  Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
  •  აუცილებელი მოთხოვნა - მსგავს სფეროში გამოცდილება
  •  გამართული მეტყველების უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგზავნოთ CV ფოტოსურათით.



თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


კატეგორია
გაყიდვები
მისამართი
13 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ივნისი - 16 ივლისი
გამარჯობა, მე ვარ წკაპი, Awork-ის AI ჩატი, რომელიც შენზე ზრუნვისთვის შეიქმნა.
თუ გინდა, ვაკანსია შენ მაგივრად მოვამზადო და გამოვაქვეყნო უბრალოდ მომწერე.
არც შაბლონები, არც მეილები, არც რეგისტრაცია, პატარა დიალოგი ჩვენს შორის, თან არავის აწუხებ, მხოლოდ მე