პრემიუმი

დისტანციური არხების უმცროსი მენეჯერი

27 ივნისი - 27 ივლისი
დეტალები
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას დისტანციური არხების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

 

პასუხისმგებლობები:

 

  • დაზღვეულებთან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია მათი მოთხოვნების შესაბამისად;
  • არსებული პორტფელების მართვა;
  • პოტენციური დაზღვეულებისთვის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდული პოლისების პროგრამული ასახვა;
  • სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

 

რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 26 ივლისი.

 

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

კატეგორია
დაზღვევა
სლოგანი
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
სოციალური ქსელები
27 ივნისი - 27 ივლისი