შპს "ეკო დისტილერია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
შპს "ეკო დისტილერია" — ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით ქმნის მაღალი ხარისხის უნიკალურ პროდუქტებს და მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ალკოჰოლის ბაზარზე.
შპს "ეკო დისტილერია" აერთიანებს ალკოჰოლის საწარმოს, მარკეტინგულ ჯგუფს, სრულად აღჭურვილ ვიდეო/ფოტო სტუდიას და საკუთარ ლურჯი მოცვის პლანტაციას.
კომპანიის პირველი პროდუქტი — "მრთელი", წარმოადგენს სრულიად ახალ სიტყვას ქართულ ალკოჰოლურ ბაზარზე. ის მიეკუთვნება ღვინისეული სასმელების კატეგორიას და წარმოადგენს ლურჯი მოცვის წვენისა და საფერავის კომბინაციას. არ შეიცავს დამატებით შაქარს, აქვს საშუალოზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა, ლიქიორისებრი სხეული და უნიკალური გემო, რომელიც მარტივად დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.
2025 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 10-მდე ახალი სასმლის გამოშვებას თავისივე უნიკალური კონცეფციის შესაბამისად.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ მენეჯერის ასისტენტს, რომელიც გამოირჩევა ორგანიზებულობით, პუნქტუალურობითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. პოზიცია მოითხოვს სრულ განაკვეთზე მუშაობას და ღიაა კარიერული წინსვლის შესაძლებლობისთვის კომპანიის შიგნით.
ძირითადი მოვალეობები:
რას გთავაზობთ?
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV.
გისურვებთ წარმატებას!