სტანდარტული

მორიგე ელექტრიკოსი

08 ივლისი - 07 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. 
ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა  და ვქმნით ისტორიას. 

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე ენერგობლოკში .

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ცვლის გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

  • საზომი-საკონტროლო ხელსაწყოების შემოწმება და კონტროლი
  • ენერგობლოკის სწორი ექსპლოატაციის უზრუნველყოფა.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.
  • დაგეგმილი გამაფრთხილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ენერგობლოკის აღჭურვილობის ტექ-მომსახურება.
  • ენერგობლოკის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით მიმდინარე საქმიანობისათვის მოთხოვნების ფორმირება.
  • ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
კანდიდატის პროფილი:

  • პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით სასურველია საწარმოში
  • ტექნიკის, საინჟინრო ქსელების, საკონტროლო-საზომი მოწყობილობების და ავტომატიკის ელემენტებთან მუშაობისა და ექსპლოატაციის გამოცდილება
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა
  • ცვლის გრაფიკით (დღის და ღამის) მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ? 

  • ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა 
  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი 
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. 

კატეგორია
სხვა
მისამართი
ეგრისის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 ივლისი - 07 აგვისტო