"Gym Breeze’’ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის ქ. N64.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად ჩაატაროს ტერიტორიის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
- იხელმძღვანელოს დანერგილი უსაფრთხოების პროტოკოლების და საგანგებო პროცედურების მიხედვით;
- უზრუნველყოს თანამშრომლების/ვიზიტორების მიერ შიდა წესების დაცვა და იზრუნოს მომხმარებლებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
- იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/mT2XyH19bj
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.