,რადიო ქალაქი’’ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მუხიანი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების დაცვა;
- ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
- პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
- პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
- ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
- სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:https://wrk.ge/LvDZMIQzpG
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.