Standard

მცხობელი

17 July - 16 August
Details
Address
Ajaria
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

,შუქურა’’ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: ციხისძირი


ძირითადი მოვალეობები:


  • პურ-პროდუქტების და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებითა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
  • საჭირო პროდუქტის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
  • ყველა შეკვეთის სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
  • სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტების შესრულება;
  • საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა;

საჭირო უნარები:


  • სამუშაო გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
 აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/d54eTa4vZf

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
17 July - 16 August