პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი
ანაზღაურება: 1100 ლარი
კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი ფუნქციები:
- დარბაზის კონტროლი: მერჩენდაიზინგი, დაზიანებული ნივთის მოხსნა ან შეკეთება, ცარიელი ადგილების შევსება პროდუქციით, სისუფთავის და წესრიგის კონტროლი მაღაზიაში.
- ჰელიუმის კონტროლი და შეკვეთა
- ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქციის შეკვეთა და განთავსება
- მაღაზიის პარკების ნაშთის კონტროლი და შეკვეთა
- იმპორტის შემოსვლისას ზედნადების ატვირთვა
ასევე გაყიდვების კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
- მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით.
- მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება მაიდეის მომსახურებების შესახებ
- მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
- მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
- მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში,საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან.
- მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
- შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
- სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
- დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
- პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
- ფასმაჩვენებლების კონტროლი
- მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა.
- მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის.
- სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
- მიწოდების სერვისის წარმომადგენებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
- კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
- უშუალო ხელმძღვანელის/საოპერაციო დირექტორის/დირექტორის მიერ, კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება
განათლება და გამოცდილება:
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სასურველია სააღრიცხვო-სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
- კომპანიაში არსებული სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების ცოდნა
- პროდუქტის მახასიათებლების და ფასების სრულყოფილი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- თავაზიანი
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული
- პუნქტუალური