სტანდარტული

მრეცხავი

18 აგვისტო - 22 აგვისტო
დეტალები
მისამართი
69 ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე
დეპარტამენტი
ოპერაციები

ვაკანსიის აღწერა

2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.


ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.


რესტორნის სამზარეულოში ვეძებთ მრეცხავს.


ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

სახელფასო განაკვეთი: თვიური 1000 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • სამზარეულოს სივრცეების, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
  • ტექნიკის, აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა
  • სამრეცხაოს ტექნიკასთან მუშაობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • ფექტური თანამშრომლობა სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან, მათი დახმარება და ხელშეწყობა სამუშაო პროცესში, საჭიროებისამებრ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:


  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა,
  • დისციპლინურობა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 305 580.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

 

მისამართი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
18 აგვისტო - 22 აგვისტო