სტანდარტული

ნედლეულის მომზადების ოპერატორი

24 ივლისი - 23 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1700 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული";  წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ნედლეულის მომზადების ოპერატორის თანამდებობაზე. 

სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა
დასაქმების ტიპი: დროებითი (3 თვე)

ძირითადი მოვალეობები:

  • რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის მომზადებისათვის შესაბამისი ინგრედიენტების დადგენილი თანმიმდევრობით სამუშაოების განხორციელბა. 
  • ნედლეულის მომზადებისათვის საჭირო მასალების, აგრეთვე დანადგარების დამუშავებისთვის საჭირო სარეცხი საშუალებებისა და კონცეტრირებული ხსნარების მიღება, განთავსება და გადაადგილება ავტოჩამტვირთავის საშუალებით
  • სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად არსებულ რეესტრში ჩანაწერების წარმოება, გამოყენებული მასალებისა და ინგრედიენტების აღრიცხვა. 
  • დანადგარების/ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია. სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვა. 
კანდიდატის პროფილი:

  • სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • სასურველია წარმოებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება  
  • სასურველია ავტოჩამტვირთავის მართვის გამოცდილება
  • არითმეტიკული უნარები
  • ყურადღება / დეტალებზე ორიენტირება
  • ენერგიულობა, აქტიურობა
რას გთავაზობთ? 

  • კონკურენტული ანაზღაურება 1700 ლარი 
  • სტაბილური და კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი
  • ტრანსპორტირება
  • კვება
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა 
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.


კატეგორია
სხვა
მისამართი
ეგრისის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 ივლისი - 23 აგვისტო