სასტუმრო „ROOMS BATUMI“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- გამოიყენოს სამუშაო იარაღები და ინვენტარი ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით, უზრუნველყოს მათი მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში შენახვა;
- იყოს თავაზიანი და მეგობრული, რათა ხელი შეუწყოს ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას;
- პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი მოვალეობების შესრულებას და ყველა მასთან დაკავშირებული დავალების შესრულებას;
- საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს დავალებების შესრულებაში;
- მოახდინოს დროული რეაგირება წარმოქმნილ ხარვეზებზე;
- გამოცხადდეს სამსახურში მოწესრიგებულ და სუფთა უნიფორმაში;
- შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.