პრემიუმი

შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი

28 ივლისი - 27 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ვაცხადებთ  ვაკანსიას შემომყვანი ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე

ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს შემომყვანი ტურიზმის მენეჯერს.

ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.

მოვალეობები:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ/რუსულ ენებზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;
  • ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
  • ჯავშნების მართვა, ვაუჩერების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მგზავრობის დროს.
მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი); დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
  • შესაძლებლობას შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
  • კონკურენტულ ხელფასს და ბონუს სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგავნოთ თქვენი რეზიუმე.
28 ივლისი - 27 აგვისტო