პრემიუმი

გაყიდვების მენეჯერი

29 ივლისი - 28 აგვისტო
დეტალები
მისამართი
სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს  მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
კლუბი ორიენტირებულია პროგრესზე, მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე ტენდენციების დანერგვაზე. მრავალფეროვანი სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გარდა, კლუბს აქვს დამახასიათებელი ავანგარდული ინტერიერი და კომფორტული გარემო.

 

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

პასუხისმგებლობები:


  • ბაზრის ტენდენციების ცოდნა;
  • ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებთან მოლაპარაკება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესო პირობების მისაღებად;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის განხორციელების კოორდინირება კომპანიის წარმატებულ გამოცდილებაზე და კონკურენტული გარემოს ანალიზზე დაყრდნობით;
  • კონკურენტული აქციების დაგეგმვა გაყიდვების სტიმულირებისთვის, მათი განხორციელების კონტროლი ექსელში;
  • ახალი მომხმარებლების ონბორდინგის პროცესის მართვა;
  • კორპორატიულ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება და განვითარება;
  • კომპანიაში არსებული ლიდების ანალიტიკა;
  • მენეჯმენტთან თვის შედეგების გავლა;

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:


  • ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური,)

პირობები:


  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილი გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 21:00მდე 
  • დასვენების დღე: შაბათი - კვირა
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდსhttps://www.oktopus.ge/


გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
ადმინისტრაცია
მისამართი
სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 ივლისი - 28 აგვისტო