პრემიუმი

საველე ფანდრაიზერი

30 ივლისი - 29 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" "Impact Fund 4 Children" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას.

ვაკანსიის დასახელება: საველე ფანდრაიზერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური ადგილი: 2
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი) 
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი, 12:00-19:00 შუალედში

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციური დონორების მოძიება;
  • დონორების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
ჩვენ ვეძებთ:

  • ადამიანს, რომელიც კომუნიკაბელურია და უყვარს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
  • ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება, მაგრამ აქვს კარიერული განვითარების სურვილი;
  • ვისაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მნიშვნელოვანი მისიის "არც ერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მარტო" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი  CV.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

30 ივლისი - 29 აგვისტო