"ტელმი" არის სტარტაპი, რომლის მიზანია მომხმარებლის ინდივიდუალური სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი - დაგეგმვიდან აღსრულების ჩათვლით.
"ტელ:მი''
აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
JOB DESCRIPTION
JOB TITLE: Sales Manager
REPORTS TO: General Manager
DATE: 30.07.2025
POSITION SUMMARY
კომპანიის გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი პასუხისმგებელია, რომ მონიტორინგი გაუწიოს მთლიანი გაყიდვების გუნდის პროცესსა და შესასრულებელი საქმიანობის წარმატების კოეფიციენტის მიღწევას. იგი ყიდის პარტნიორი კომპანიების პროდუქტებსა და სერვისებს, ასევე ჩართულია მათთან კომუნიკაციაში, რათა არ გამორჩეს ტენდენციური პროდუქტების თუ სერვისების არსებობა და წამოიღონ მათგან დღის მნიშვნელოვანი შეთავზებები. მას უწევს ერთდროულად იმუშაოს სხვა და სხვა კომპანიებთან და გაყიდონ პროდუქტების/სერვისების ფართო სპექტრი. ამას მომხმარებლისაგან კონკრეტული მოთხოვნის გაგებითა და ინდივიდუალური შეთავაზების გაკეთებით უნდა ახერხებდეს თავის ტელეასისტენტთა გუნდთან ერთად .
გაყიდების საოპერაციოს მენეჯერმა აუცილებელია, რომ იცოდეს პროდუქტის ფუნქციების შესახებ ყველაფერი, რათა მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში, უფრო დეტალურად და სიღრმისეულად ახსნას, თუ რატომ იქნება მათთვის იდეალური ზუსტად, ის პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ. დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის აუცილებლად კმაყოფილი და მოგებული დარჩება. გაუზიაროს ეს პათოსი თავის გუნდს და მოსთხოვოს ზედმიწევნით შეასრულოს დავალება.
წარმატებულმა გაყიდვების მენეჯერმა, მნიშვნელოვანია, რომ განავითაროს მტკიცე ურთიერთობები, როგორც გუნდის შიგნით, ასევე პარტნიორ კომპანიების წარმომადგენლებთან. მისი შესასრულებელი დავალებების სპექტრი, იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი და მულტიფუნქციური, დიდი ზეწოლის მიუხედავად, უნდა შეინარჩუნოს ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა, პროექტის მიზნების მისაღწევად.
ESSENTIAL FUNCTIONS:
ADDITIONAL SKILLS AND ROLE DESCRIPTION:
კარიერა, გაყიდვების საოპერაციო მეჯენერის როლში, იძლევა უამრავი ჯილდოს მოპოვების საშუალებას.
პირველ რიგში უნდა მომართოს და გუნდურად ამუშაოს მოტივირებული ინდივიდუალები, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ, მთავარია შეუწყოს ხელი მათი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას. როგორც გაყიდვების საოპერაციოს მენეჯერს, უნდა ქონდეს სრული ხედვა პარტნიორი კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე, დეტალებში გააზრებული, თუ რა სარგებლის მოტანას შეძლებს, საკუთარი მომხმარებლებისათვის. უნდა შეეძლოს გადამუშავებული ინფორმაციის ეფექტურად და უმაღლესი გაყიდვების სტანდარტების დაცვით, მომხმარებელამდე მიტანა, კომუნიკაციის ძალის გამოყენებითა და კონკრეტული საჭიროების აღმოჩენის შემდეგ, ოსტატურად შეთავაზების მეთოდით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.