standart

პროექტის მენეჯერი ფრენშაიზის მიმართულებით

08 September - 13 September
Details
Address
Tbilisi
Salary
0 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Department
Management

Vacancy description

Meama collect  გუნდში იწვევს პროექტის მენეჯერს ფრენშაიზის მიმართულებით
პოზიციის მიზანია Meama collect-ის ფრენშაიზის განვითარებისა და ბაზარზე წარმატებით დანერგვის მართვა .

სამუშაო გრაფიკი:
 სრული , კვირაში 40 საათი , ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით , 10:00-19:00 საათიი (1 საათიანი შესვენებით)
მისამართი: თბილისი , გივი ამილახვარის ქუჩა N2
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • ფრენშაიზის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია , მოლაპარაკებების წარმართვა , ინფორმაციის მიწოდება , ხელშეკრულებების კოორდინაცია ;
  • შიდა კომუნიკაციების მართვა ;
  • პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მონიტორინგი, ანგარიშგება);
  • ობიექტების გახსნის პროცესის ზედამხედველობა (შერჩეული ლოკაციის შეფასება . , მომარაგების უზრუნველყოფა , გახსნითი ცერემონიის ორგანიზება );
  • პარტნიორებისთვის ტრენინგების ორგანიზება და მხარდაჭერა;
კვალიფიკაცია და უნარები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში ან ბიზნესის განვითარებაში (ფრენშაიზის სფერო – უპირატესობა);
  • მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმართვის უნარი;
  • საოპერაციო და მარკეტინგული პროცესების ცოდნა;
  • ფინანსური ანალიზის უნარები;
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 სექტემბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
08 September - 13 September