standart

ტექნიკური დირექტორის მოადილე- ATM და POS მიმართულებით

14 September - 17 September
Details
Address
პიმენ ყურაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური დირექტორის მოადილე- ATM და POS მიმართულებით,

 

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.  

 

 ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

 Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

 

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:


  • ტექნიკური დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ტექნიკური დირექტორის მხარდაჭერით;
  • ძლიერი ტექნიკური გუნდის დაკომპლექტება პროფესიონალი თანამშრომლებით, მათი დატრენინგება, ტექნიკური პროცესების გაზიარება.
  • პროექტების მართვა: POS/ATM სისტემები, ვენდორებთან კომუნიკაცია;
  • SLA-ებთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის უზრუნველყოფა ;
  • დეპარტამენტებისთვის სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სერვის პროცესების გაუმჯობესება და ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლი;
  • ტექნიკური პრობლემების ესკალაცია, პროცესების ავტომატიზაცია და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • აუდიტის და კონტრაქტების პროცესში ჩართულობა, შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა;
  • ტექნიკური დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში – ფუნქციების დროებითი გადაბარება .

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:


  • განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
  • ძლიერი მენეჯერული თვისებები;
  • გუნდის მერთვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:


  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
  • ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

 


            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
           
https://hel-ai.com/apply/4OLgPhye 
Location
პიმენ ყურაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
14 September - 17 September