სტანდარტული

უძრავი ქონების აგენტის (ბროკერი)

22 სექტემბერი - 26 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1000-10000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
11:00 - 19:00
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის აღწერა

უძრავი ქონების სააგენტო ,,Ruby Capital Properties’’ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის (ბროკერის) პოზიციაზე. 

ვეძებთ მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ კარიერის დაწყება ან გაგრძელება უძრავი ქონების სფეროში.

გთავაზობთ:

  • პროფესიულ ტრენინგებს და მენტორობას
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • დამოუკიდებელ და მოქნილი სამუშაო გრაფიკს
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას
  • კორპორატიულ ნომერს
  • ულიმიტო სასაუბრო დროსა და ინტერნეტს
  • ბალანსს ვებსაიტებზე სამუშაოდ
ძირითადი მოთხოვნები:

  • პუნქტუალურობა
  • დროის სწორი მენეჯმენტი
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი
  • მონაცემთა ბაზის წარმოება
  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
უპირატესობად ჩაითვლება (არასავალდებულო):

  • უცხო ენების ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში
  • საბაზრო ტენდენციების ცოდნა
სამუშაო გრაფიკი და სახელფასო განაკვეთი:

კვირაში 5 დღე 11:00-დან 19:00-მდე. (მორგებული)

ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თანამშრომლის მიერ შესრულებული საქმიანობის მოცულობისა და ხარისხის მიხედვით და ემყარება შედეგებზე ორიენტირებულ საკომისიო სისტემას, რაც გულისხმობს პირდაპირ კავშირს სამუშაოს შესრულებასა და მიღებულ ანაზღაურებას შორის (მინიმალური და მაქსიმალური საზღვრების გარეშე).

თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 141 786
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
22 სექტემბერი - 26 სექტემბერი