standart

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

24 სექტემბერი - 28 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1200 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  •  ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
  •  ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე;
  •  ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.
შესასრულებელი ამოცანები:

  •  HR პროგრამული სისტემის (self.ge) სრული მართვა;
  •  თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
  •  სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევაში თანამშრომლების დამატება/ამოღება;
  • ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/ მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა/კანდიდატთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება;
  • შერჩევის სრული ციკლის მართვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  •  პუნქტუალურობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დროის მართვის უნარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების  და HR პორტალის (Self.ge) ცოდნა;
  •  საქართველოს შრომის კოდექსის  ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
კომპანია გთავაზობთ:

  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •  დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე.
24 სექტემბერი - 28 სექტემბერი