OfficeMart – საქართველოში წამყვანი B2B დისტრიბუტორია საოფისე და ჰიგიენური პროდუქციის მიმართულებით.
ჩვენ უკვე 12 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაცებს სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ვეძებთ ლოგისტიკის მენეჯერს, რომელიც მართავს ჩვენი კომპანიის ყოველდღიურ მიწოდების პროცესებს და უზრუნველყოფს მაღალი სისწრაფისა და სიზუსტის სტანდარტებს.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, ანალიტიკური აზროვნება და მზადყოფნა, რომ მართოს დინამიკური გუნდი და პროცესები. ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო — მთავარია სწორი მიდგომა, პასუხისმგებლობა და სწრაფი სწავლის უნარი.
ყოველდღიური მიწოდების დაგეგმვა და მარშრუტების ოპტიმიზაცია
ლოგისტიკის თანამშრომლების მენეჯმენტი
ავტოპარკის მართვა და წესრიგის უზურნველყოფა
ტრანსპორტისა და მძღოლების მუშაობის კოორდინაცია
დროული და ზუსტი მიწოდების უზრუნველყოფა
მიწოდებული შეკვეთებისა - დაბრუნებული საქონლის მართვა და პროცესების მონიტორინგი
მონაცემების ანალიზი სიზუსტის, ეფექტიანობის და ხარჯების შესამცირებლად
ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება და ახალი გადაწყვეტილებების დანერგვა
სავალდებულია მენეჯერული/გუნდის მართვის გამოცდილება
გამოცდილება ერთ-ერთ სფეროში: ლოგისტიკა, ოპერაციები
ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები
ანალიტიკური აზროვნება
პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
პროაქტიური დამოკიდებულება და პროცესების გაუმჯობესების სურვილი
ქალაქ თბილისის უბნებისა და ძირითადი ქუჩების ცოდნა
შესაძლებლობა გახდე სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის ნაწილი
პროფესიული ზრდისა და განვითარების პროგრამები
კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
კონკურენტული ხელფასი