„Symmetria“ ეხმარება ადამიანებს დაუბრუნდნენ სრულფასოვან ცხოვრებას.
უკვე 10 წელზე მეტია ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით და ვზრუნავთ
ჩვენს პაციენტებზე — ყურადღებით, გულისხმიერად და პროფესიონალურად. ვინ არის ჩვენთვის იდეალური კანდიდატი?
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება;
გაქვს მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან მზად ხარ ისწავლო სწრაფად;
ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს (Excel, Google Sheets; AmoCRM — პლუსია);
შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია ქართულად, სასურველია რუსულად ან ინგლისურადაც.
შენი ამოცანები იქნება:
პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და ჩაწერა;
ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლების ინფორმირება;
სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირება;
სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
საორგანიზაციო საკითხების მართვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
ჩვენი პროცედურებისა და კურსების პრეზენტაცია შეთავაზება პაციენტებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
კომფორტულ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
პროფესიული ზრდის პერსპექტივას — ადმინისტრატორიდან მენეჯერობამდე;
ტრენინგებს და მხარდაჭერას განვითარებისთვის;
ფიქსირებულ ხელფასს (800-1000 ლარს სამედიცინო სფეროში გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსს გაყიდვებიდან.
სამუშაო გრაფიკი მოლაპარაკებით 1 კვირა მუშაობა / 1 კვირა დასვენება, ან 3 დღე კვირაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.