ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება coworking სივრცის მართვაში და უზრუნველყოს კომფორტული სამუშაო გარემოს მემბერებისთვის.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
coworking სივრცის მონიტორინგი და ადმინისტრირება;
მემბერებთან კომუნიკაცია და საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა;
ხელშეკრულებების მომზადება და ადმინისტრირება;
ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
შეხვედრების ოთახების ჯავშნების მიღება და სისტემაში მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ინგლისური B2 დონეზე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე.