standart

მიმტანი

13 October - 15 October
Details
Address
69 ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
1100 ₾
Employment type
Full time
Working type
On-site
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Education
Secondary education
Department
Operations

Vacancy description

2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.


ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.


ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მიმტანის პოზიციაზე.


ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

სახელფასო განაკვეთი: თვიური 1100 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
  • მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
  • შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
  • სარესტორნო სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
  • სტუმართა ინფორმირება სპეციალური შეთავაზებების შესახებ
  • ანგარიშსწორების და მსგავსი პროცედურების მართვა
  • ეფექტური და დროული კომუნიკაციის დამყარება უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდის წევრებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:


  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა,
  • დისციპლინურობა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე;

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

 

Location
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
13 October - 15 October