პრემიუმი

მოლარე-კონსულტანტი

13 ოქტომბერი - 16 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
1100-1300 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე  


ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.



,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“  წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.


მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:

ქ. თბილისი

  • სავაჭრო ცენტრი  „ქარვასლა

  • სავაჭრო ცენტრი  „თბილისი მოლი

  • სავაჭრო ცენტრი  „სითი მოლი საბურთალო“

  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"

  • სავაჭრო ცენტრი  „ისთ ფოინთი“

  • სავაჭრო ცენტრი  „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.

  • მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)

  • პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"

  • პეკინის გამზ. 29, მაღაზია "ოკაიდი"

  • ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"

  • ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"

  • აღმაშენებლის გამზ. 144, მაღაზია "კორსო იტალია"

  • "აუთლეტ ვილიჯი" (ლილოს მიმდებარედ), მაღაზია "სტუდიო"

ქ. ქუთაისი

  • წერეთლის 4/4ა, მაღაზია „კორსო იტალია“

ქ. ბათუმი

  • სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი"

  • სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი", გორგილაძის 88, მაღაზია "კორსო იტალია"

  • სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი"


სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება. 


ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული+ბონუსის საშუალო მოცულობა)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;

  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;

  • მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;

  • ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;

  • პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;

  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;

  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;  

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა;

  • კომუნიკაბელურობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform?usp=pp_url ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@icr.ge


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი რეგიონი (მაგ. მოლარე-კონსულტანტი- ქ. თბილისი, „ქარვასლა“) 


გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge  


13 ოქტომბერი - 16 ოქტომბერი