Standard

საველე ფანდრაიზერი

16 September - 10 October
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", აცხადებს  საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას:


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ვაკანტური ადგილი: 2

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი 


ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:


  • საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა)  პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია; 
  • შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან; 
ჩვენ გეძებთ თუ:


  • ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
  • გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;
  • ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული;
  • შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;

ჩვენ გთავაზობთ:


  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო  და CV  2025  წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. 


ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge


16 September - 10 October