პრემიუმი

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

15 ოქტომბერი - 18 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
მცხეთა-მთიანეთი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"ორკინი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი)

"
ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;
  • სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;
  • დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება;
  • ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე;
  • ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე;
  • სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა;
  • მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
  • თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან.
სამუშაო გრაფიკი - სრული, სტანდარტული განაკვეთი.
ადგილმდებარეობა მცხეთა-მთიანეთი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები);
  • სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ:

  • გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;
  • არ გაშინებს ტექნიკური, პრაქტიკული სამუშაო;
  • გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში;
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან;
  • ხარ ფიზიკურად აქტიური;
  • გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
რას გთავაზობთ ჩვენ?

  • კომპანიის ავტომობილი საწვავით, სამუშაო მიზნებისთვის;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
    Fitpass;
  • Fitpass;
  • სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად;
  • დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები;
  • მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან;
  • კარიერული განვითარება.
ჩვენი დამკვეთები არიან:

  • კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები
  • სასტუმროები, რესტორნები და კაფეები
  • საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები
  • კლინიკები
  • საცხოვრებელი კომპლექსები
  • საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ.
რატომ ორკინი?

მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება;
კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს;
მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში;
ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად.

განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!

  • უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებულიგქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო;
  • საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობაგქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე;
  • იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული;
  • უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად;
  • გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ;
  • უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვისსამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება;
  • გქონდეს დროის შეგრძნებამოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება;
  • მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა;
  • იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება;
  • გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელ-ფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე  ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 18 41 42.

15 ოქტომბერი - 18 ოქტომბერი