Coffeeshop Company მხოლოდ ყავის სახლი არ არის.
ეს არის ადგილი, სადაც ვენის ტრადიციები, მყუდრო ატმოსფერო, ხარისხიანი სერვისი და ნამდვილი გუნდური მუშაობა ერთიანდება.
ჩვენ ვართ ავსტრიული ფრენჩაიზის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად ვენაში დაარსდა.
2018 წლიდან Coffeeshop Company წარმატებით ვითარდება საქართველოში, ქმნის სივრცეს, სადაც სიამოვნებით ბრუნდებიან როგორც სტუმრები, ისე გუნდის წევრები.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი წარმატების მთავარი გასაღებია, სწორედ ამიტომ ვეძებთ ახალ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განვითარდნენ.
თუ გიყვართ ყავა, აფასებთ წესრიგს, ინიციატივას და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში!
ვაცხადებთ ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე.
პროფესიული უნარები:
- სხვადასხვა სამზარეულოს ტექნიკებისა და რეცეპტების ცოდნა
- მენიუს დაგეგმვა და ახალი კერძების შექმნა
- ინგრედიენტების, პროდუქტის ხარისხისა და სეზონურობის ცოდნა
- ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა
- სისწრაფე და ზუსტი შესრულება
მენეჯერული უნარები:
- გუნდის ხელმძღვანელობა და მოტივაცია
- დროის მართვა და სამუშაოს დელეგირება
- საწყობის, მარაგებისა და ხარჯების კონტროლი
- კონფლიქტების გადაჭრა
პიროვნული და კრეატიული უნარები:
- კრეატიულობა კერძების დიზაინსა და პრეზენტაციაში
- სტრესის მართვის უნარი
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა
- კომუნიკაციის კარგი უნარი